26 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა

ესპანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. როგორც "როიტერი" წერს, კენჭისყრის შედეგებმა არც მემარცხენე და არც მემარჯვენე ბლოკს მთავრობის ფორმირების მარტივი გზა არ დაუტოვა. სახალხო პარტიამ პარლამენტში 136 ადგილი მოიპოვა, ხოლო მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ - 122.

საერთაშორისო მედიის ცნობით, სახალხო პარტიას, ხმების უმრავლესობის მიღების მიუხედავად, სამომავლოდ, სავარაუდოდ, მცირე პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება, რათა საჭირო 176 მანდატი აიღოს. ანალიტიკოსების აზრით, წლის ბოლომდე, შესაძლოა, კიდევ ერთი არჩევნები გაიმართოს.

დღის ამბები