გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივლისს, დღის ბოლოდან 26 ივლისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა წვიმამ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.