საბერძნეთში, ქალაქ პატრაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი. სახანძრო ბრიგადის სპიკერის განცხადებით, მაშველები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ყველა ნანგრევებში მოყოლილ ადამიანების გამოყვანას ცდილობდნენ.
სახანძრო ბრიგადის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხიდი გასულ კვირას სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დაიკეტა.