26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
დღეიდან ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

დღეიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორვატიაში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

ცერემონიას დაესწრება ხორვატიის პრემიერ-მინისტრიც. საქართველოს მთავრობის მეთაური ზაგრებში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

დღის ამბები