შეტევა მოსკოვზე - რუსული მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მდებარე ბიზნეს ცენტრზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. დედაქალაქის მერი იტყობინება, რომ თავდასხმას სერიოზული ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტერიტორიაზე, ამ დრომდე, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
პარალელურად, საჰაერო განგაშის სიგნალი ამოქმედდა ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში. გავრცელდა ინფორმაცია ოკუპანტების მიერ ოდესაზე მორიგი თავდასხმის შესახებ; ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება გასული დღე-ღამის განმავლობაში 13-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 50-ზე მეტი აფეთქება სხვადასხვა ტიპის იარაღიდან.