26 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
დედაქალაქს კიდევ რამდენიმე რეაბილიტირებული სივრცე შეემატა

დედაქალაქს კიდევ რამდენიმე რეაბილიტირებული სივრცე შეემატა. გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის და ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა, კახი კალაძემ დაათვალიერა.

ტერიორიებზე მოეწყო საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები და განთავსდა საპარკე ავეჯი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი. აღნიშნული პროექტების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს. 

დღის ამბები