ტრანსნაციონალურ დანაშაული - გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ორგანიზებულ დანაშაულზე, რომლის სათავეში ვინმე ხათუნა დგას. ნარკოტიკების შეძენა, შემოტანა, დაფასოება და გასაღება - ქართველი ნარკო-დილერი თურქეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებთან ერთად მოქმედებდა.
წინასწარი ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით ფული და ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეტადონი და ამფეტამინი. დაკავებულია ათზე მეტი პირი. დამნაშავეთა ჯგუფს გახსნილი ჰქონდა სპეციალური ანგარიშიც სადაც ნარკოტიკების გასაღებიდან მიღებულ ფულს რიცხავდნენ, საუბარია ასობით ათას ლარზე.
გამოძიებამ უკვე გაავრცელა დაკავებისა და დანაშაულის ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიო მასალა, სადაც ასევე კარგად ჩანს სად და როგორ ათავსებდა ნარკოტიკებს. ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი სხვადასხვა ადგილებში. საქმის მასალებშია სატელეფონო ჩანაწერები, რითაც დასტურდება რომ ნარკოტიკები საქართველოში სატვირთო ავტომობილებითაც შემოჰქონდათ. კადრებზე ჩანს, გასაღებული ნარკოტიკის სანაცვლოდ აღებული თანხის გადახურდავებაც.