საბერძნეთში მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან. ათენის მახლობლად განადგურებულია სახლები და ტყის მასივები. ევაკუაცია განხორციელდა სამ რაიონში. ცეცხლი გაჩნდა კუნძულ როდოსზეც, სადაც მოსახლეობას სამი სოფლის დატოვება მოუხდა.
საბერძნეთს სტიქიასთან ბრძოლაში იტალია, საფრანგეთი, რუმინეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი ეხმარება. დახმარების განკარგულება გასცა ისრაელის პრემიერმაც. სტიქიასთან ბრძოლას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.