26 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
მსოფლიომ ისე უნდა შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რომ თავისუფალი სამყაროდან არცერთი კომპონენტი არ იყოს გამოყენებული ტერორისთვის - ზელენსკი

მსოფლიომ ისე უნდა შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რომ თავისუფალი სამყაროდან არცერთი კომპონენტი არ იყოს გამოყენებული ტერორისთვის - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა საკვების კრიზისის პროვოცირებას ცდილობს. უკრაინა კი შეთანხმების ვარიანტებზე მუშაობას, რათა შენარჩუნდეს მისი, როგორც სასურსათო უსაფრთხოების გარანტორის როლი.

"გასულ წელს ჩვენი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის წყალობით მოვახერხეთ ფასების კრიზისის თავიდან აცილება სურსათის გლობალურ ბაზარზე. ფასების ზრდას აუცილებლად მოჰყვებოდა პოლიტიკური და მიგრაციული კრიზისები, განსაკუთრებით აფრიკის და აზიის ქვეყნებში. ცხადია, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა ცდილობს ამ კრიზისების პროვოცირებას. ჩვენი ექსპორტის გარეშე, გლობალურ ბაზარზე დეფიციტი, სამწუხაროდ, ძალიან საგრძნობი იქნება და არა მხოლოდ ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის. ქვეყანა მუშაობს შეთანხმების ვარიანტებზე, რათა შენარჩუნდეს უკრაინის გლობალური როლი, როგორც სასურსათო უსაფრთხოების გარანტის, ასევე შენარჩუნდეს ქვეყნის საზღვაო წვდომა გლობალურ ბაზარზე და სამუშაო ადგილები უკრაინელებისთვის პორტებსა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. მსოფლიომ ისე უნდა შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რომ თავისუფალი სამყაროდან არცერთი კომპონენტი არ იყოს გამოყენებული ტერორისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები