უკვე მესამე დღეა საბერძნეთში, ათენის შემოგარენში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობას 250 მეხანძრე, 75 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენი ცდილობს, თუმცა მათ ქარი და მაღალი ტემპერატურა ხელს უშლის. ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის სიგრძეა გავრცელებული. საჭირო გახდა 300-მდე ადამიანის ევაკუაცია.
სტიქიის გამო ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საბერძნეთში დაბრუნდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საბერძნეთშიც, ერთ კვირაზე მეტია უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა - სწორედ ამის გამო ათენში კვირას დაიკეტა აკროპოლისიც, რათა დღის განმავლობაში ქალაქში ადამიანების გადაადგილება შეეზღუდათ.