26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების გეგმას წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების გეგმას წარადგენს. 

დონალდ ტრამპი განცხადებით, მას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ზელენსკისთან, ასევე პუტინთან, მისივე თქმით, ბაიდენს არ შეუძლია მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობა.

"ზელენსკის ვეტყოდი: "კმარა. თქვენ უნდა დადოთ შეთანხმება". პუტინს ვეტყოდი: "თუ შეთანხმებას არ გააფორმებთ, კიევს ბევრს მივცემთ". თუ საჭირო გახდება, ჩვენ უკრაინას მივცემთ იმაზე მეტს, ვიდრე მათ ოდესმე მიუღიათ. ერთ დღეში დავდებ შეთანხმებას. " – განაცხადა ტრამპმა.

 

დღის ამბები