26 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, მარიუშ პიეტრ ჟაკმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, უწყებაში საელჩოს წარმომადგენელი მივიდა.

 

 

დღის ამბები