26 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ზესტაფონში წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი ჩატარდა

რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს წაბლის დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლა ზესტაფონში - სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტში მორიგი მონიტორინგი ჩაატარეს.

პირველადი შედეგების მიხედვით, საცდელ მონაკვეთებზე, დაავადების გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ შტამებმა მუშაობა უკვე დაიწყო.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ ბრძოლის აღნიშნული პრინციპი ყველაზე შედეგიანია და ის ქვეყანაში წლებია გამოიყენება. ამ პროცესისთვის წაბლის ქერქის კვლევა და საგანგებო შტამების გამოყვანა, საქართველოსთან ერთად, ავსტრიისა და შვეიცარიის აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში მოხდა.

დღის ამბები