ზღვისპირა საკურორტო ქალაქ აკაპულკოში, მექსიკელი ჟურნალისტი, ნელსონ მატუსი მოკლეს. ნელსონ მატუსი საინფორმაციო ვებგვერდის ხელმძღვანელი იყო. მას მანქანაში, მაღაზიის ავტოსადგომზე ესროლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მატუსი მანამდე მკვლელობის ორ მცდელობას გადაურჩა.
ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მექსიკა ჟურნალისტებისთვის შარშან მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ ქვეყნად დაასახელა.