26 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება - ჯეიკ სალივანი

NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი.

CBSnews-ის ეთერში საუბრის დროს ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უკრაინას მიეცა გარანტია, რომ მას ექნება საჭირო მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

"თუ რუსეთი ამ ომში ბრძოლის გაგრძელებას გადაწყვეტს, ეს მათ მძიმე ფასად დაუჯდებათ, ხოლო უკრაინელები ბრძოლის ველზე პროგრესს გააგრძელებენ.

ამავდროულად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას მხარდაჭერა იმდენ ხანს ექნება, რამდენ ხანსაც დასჭირდება, და ეს არის ის გზავნილი, რომელიც მოვიდა NATO-ს სამიტიდან.

და ბოლოს, დიახ, ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვით, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ეს სერიოზულია. ეს არ არის მოლაპარაკება, ეს არის ის, რისი ვალდებულებაც NATO-ს 31-მა წევრმა აიღო," - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

 

დღის ამბები