მორიგი აფეთქება ყირიმის ხიდზე, არის მსხვერპლი. რუსული ტელეგრამარხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი.
რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მომხდარი ინციდენტის შესახებ, მანამდე, ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი იტყობინებოდა და აცხადებდა, რომ ხიდზე მოძრაობა "საგანგებო სიტუაციის გამო" შეჩერებულია და ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.
გასულ ღამით საჰაერო განგაში იყო რამდენიმე ოლქში; რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დღე-ღამის განმავლობაში S-300 ტიპის რაკეტებით სამჯერ დაბომბეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
18-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება, დაშავდა 1 სამოქალაქო პირი.
შეტევა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც. დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის 16 უბანი დაბომბეს, იერიში მიიტანეს ოკუპანტების 9 საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის ორ სისტემაზე.