ტრადიციული ხინკალი, ფოლკლორი, ხელნაკეთი ნივთები და დოღი-თუშეთი მთის დღეების მასპინძლობისთვის ემზადება.
ფესტივალზე ჩასულ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს მთელი დღის განმავლობაში არაერთი გასართობი ღონისძიება ელოდებათ, მათ შორის საინტერესო ამბები კოცონთან და კონცერტი.
მთის დღეების მასპინძლობისთვის ემზადებიან იმერეთში და რაჭაშიც, სადაც ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ კულინარიასთან ერთად ტურისტებს ექსტრემალურ გართობასაც შესთავაზებენ.
თუშეთის, რაჭისა და იმერეთის შემდეგ მთის დღეები გურიაში, სვანეთსა და ყაზბეგში გაგრძელდება.