26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
რუსეთში "ვაგნერის" ჯგუფის ამბოხის შემდეგ, 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავეს

რუსეთში "ვაგნერის" ჯგუფის ამბოხის შემდეგ, 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის გენერალი სერგეი სუროვიკინიც არის, რომელიც ახლა მოსკოვში პატიმრობაში იმყოფება. მათივე ინფორმაციით სუროვიკინს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია პრიგოჟინის გეგმების შესახებ, თუმცა ამბოხში მონაწილეობა არ მიუღია.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაკავებული ოფიცრების ნაწილი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორც გამოცემა წერს, პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ, კრემლი არალოიალური ოფიცრების გამოსავლენად, აქტიურად მუშაობს.

დღის ამბები