26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ავრცელებენ.

ცნობისთვის, პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან გუშინ შევიდნენ, ისინი პაციენტსა და "ვივამედის" კლინიკის მედ-პერსონალს თითქმის 7 საათი ხვდებოდნენ. სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, უცხოელმა ექიმებმა მედიასთან საუბარი არ ისურვეს. უცნობია როდის, ან საერთოდ გასაჯაროვდება თუ არა, მათ მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა.

ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პოლონელებმა, სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა და ქართველი ექიმების რეკომენდაციები გაიზიარეს. პატიმარი პაციენტისთვის დანიშნულია რამდენიმე ახალი კვლევაც, რომელზეც თავის დროზე, თავად სააკაშვილმა თქვა უარი.

დღის ამბები