26 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პოლონელი ექიმების ვიზიტით კმაყოფილია.

"ეს აუცილებელი იყო, იმიტომ რომ დიდი ინტერვალია - ჩვენ ხომ გვახსოვს, ექიმები ჩამოდიოდნენ, სინჯავდნენ, დიდი დრო გავიდა და ეს აღარ მომხდარა და არავის ეძლეოდა ამისი უფლება. დიდი ბრძოლა დასჭირდა ამ საქმეს და კარგია, რომ ეს მოხერხდა.

დღეს სისხლის გადასხმას უპირებენ ისევ, ვერ არის ფორმაში. მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად," - განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება ექიმების განცხადებას, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, ალასანია ამბობს, რომ წონის ფაქტორი ბევრ რამეზეა დამოკიდებული :

"ეს იმაზე არის დამოკიდებული, ვთქვათ, სითხე ჰქონდა დალეული აწონამდე, ყველაფერს ხომ აქვს მნიშვნელობა," - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ "ვივამედი" პოლონელმა ექიმებმა გვიან ღამით დატოვეს. მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე საათი გაგრძელდა. პოლონელმა ექიმებმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ქართველი კოლეგებისგან მიიღეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ინფორმაციით, 5 ექიმისგან დაკომპლექტებული სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.

დღის ამბები