26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, "თავდაცვის კოდექსი" მეორე მოსმენით დამტკიცებულია

ოპოზიციის, განსაკუთრებით კი "გირჩის" წინააღმდეგობის მიუხედავად, "თავდაცვის კოდექსი" მეორე მოსმენით დამტკიცებულია. პროცესი 6 დღე გაგრძელდა. კანონმდებლებმა საკუთარი პოზიცია სესიაზე კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ოპოზიციისთვის კოდექსი დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივია; განსხვავებულად ფიქრობს მმართველი გუნდი.

"თავდაცვის კოდექსს" დეპუტატები საბოლოოდ, მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ. გუშინ, დღის ბოლოს გამართული რიგგარეშე სხდომა კი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

ამავე თემაზე
დღის ამბები