26 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
რუსეთი უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განიხილავს - ლავროვი

მოსკოვი უკრაინაში ამერიკული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ბირთვულ საფრთხედ განიხილავს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატო-ს მოკავშირეები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს ქმნიან, რომლის შესაძლო შედეგებს მან კატასტროფული უწოდა.

მისივე თქმით, მოსკოვმა ბირთვულ სახელმწიფოებს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს აცნობა, რომ რუსეთს არ შეუძლია უგულებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი, ბირთვული იარაღი გადაიტანონ.

შეგახსენებთ, რომ 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს უკრაინელი მფრინავების დასავლურ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების პირობების განსაზღვრის შესახებ.

დღის ამბები