26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა ბერძენ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მზადყოფნა გამოთქვა მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას, რომელიც ისტორიულ კავშირებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

დღის ამბები