26 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამის მიღმა გუშინ არავითარი კონკრეტიკა არ ითქვა, რაც გასაგებიც არის - ირაკლი კობახიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს აფასებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სტატუს კვო არ შეცვლილა, ისევ უცნობია, როდის გახდება საქართველო ან უკრაინა ნატოს წევრი და ალიანსს აქვს პრაგმატული პოლიტიკა.

"როგორც გუშინ არ იცოდა არავინ, კონკრეტულად როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც. ანუ სტატუს კვო შენარჩუნდა. არსებითად ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამის მიღმა გუშინ არავითარი კონკრეტიკა არ ითქვა, რაც გასაგებიც არის. დოკუმენტში პირდაპირ აისახა დამოკიდებულება, მათ შორის რუსეთთან მიმართებით ნატო-ს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. რუსეთთან მიმართებით დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ნატო-ს სურვილი არ არის კონფრონტაცია რუსეთთან.

სტატუს კვო შენარჩუნდა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს და არც უკრაინას. შესაბამისად, წინსვლაზე ჩვენ არ გვაქვს საუბარი.

საინტერესოა, რომ მაკფოლმა, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ რადიოს მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ერთადერთი, გასარკვევი დარჩა – როგორ და როდის. ეს არის დამოკიდებულება, რაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. როდის და როგორ არავინ არ იცის. წარმოიდგინეთ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ამის მიუხედავად, არავითარი პროგრესი. ასეთ პირობებში საქართველოს რა პროგრესისთვის უნდა მიეღწია?“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები