26 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"ქართული მხარე მიესალმება ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართული მხარე მიესალმება ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვილნიუსში, სამიტის პირველ დღეს მიღებულ კომუნიკეს.

უწყების შეფასებით, პირველი დიპლომატის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში კიდევ ერთხელ მიუთითებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას.

"ქართული მხარე მიესალმება, ნატო-ს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები. ასევე, განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც, მოწოდება რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე"- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები