26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ეს ყველაზე დიდი აგრესიაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ბევრ ქვეყანაზე - მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნატო-ს სამიტი გრძელდება - ლიდერების შეკრების პარალელურად, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პარტნიორი ქვეყნების კოლეგებს შეხვდებიან. სულ ცოტახანში დაიწყება მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ საქართველო, ბოსნია ჰერცოგოვინა, მოლდოვა და შვედეთი.

ნატო-ს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ ალიანსის ინტერესში შედის პარტნიორების გაძლიერება და მათთან მეტი თანამშრომლობა, ვინაიდან ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც რისკის ქვეშ დგანან.

"ეს ყველაზე დიდი აგრესიაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ბევრ ქვეყანაზე. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ვიყოთ ერთად, ვიყოთ სოლიდარული უკრაინასთან და ვიმოქმედოთ როგორც ევროპული ერების ოჯახმა ამ ომის შესაჩერებლად, კონტინენტისთვის მშვიდობის დასაბრუნებლად.

მოლდოვა სრულად მოწოდებულია გააძლიეროს საერთაშორისო პარტნიორობა იმ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც ერთად მუშაობენ მშვიდობის დასაბრუნებლად ევროპაში. რა თქმა უნდა, ნატო არის საკვანძო ორგანიზაცია, რომელმაც მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროპაში და მუშაობს მოლდოვასთან ერთად, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი და სტაბილური," - აცხადებს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ.

ბოსნია-ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯოსიფ ბრკიჩი მიიჩნევს, რომ ნატო-ს სამიტზე მოწვევა როგორც პარტნიორი ქვეყნისთვის დიდი პრივილეგიაა.

"​ჩვენთვის, როგორც პარტნიორი ქვეყნისთვის, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოწვევა დიდი პრივილეგიაა. ეს სამიტი არის ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი და ის, რა თქმა უნდა, აისახება ბოსნია ჰერცოგოვინასა და მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო მჭიდრო კავშირები ნატო-სთან უფრო მეტ კეთილდღეობასა და მშვიდობას მოუტანს რეგიონს," - აცხადებს ჯოსიფ ბრკიჩი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი ნატო-ს წევრობაა.

"ჩვენი მთავარი მიზანია ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობა. დეტალებს ახლა არ განვიხილავ თქვენთან, რადგან დაველოდებით ხვალინდელ დღეს. ახლა მივდივარ, რომ ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერო F-16-ის სასწავლო კურსების კოალიციასთან დაკავშირებით მემორანდუმს. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენკსის განცხადებას "ტვიტერზე", ჩემმა პრეზიდენტმა იცის რაღაც," - განაცხადა რეზნიკოვმა.

დღის ამბები