26 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ლიეტუვაში დღეს ვილნიუსის სამიტი დაიწყება

მსოფლიოს ყურადღება დღეს ლიეტუვის დედაქალაქისკენ არის მიმართული, სადაც ვილნიუსის სამიტი უნდა გაიმართოს. იკრიბება სამხედრო ალიანსის 31 ლიდერი, რათა განიხილონ უკრაინის ომი, შვედეთის ნატოში გაწევრიანება, ასევე, ალიანსის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ნაბიჯები.

ამერიკის პრეზიდენტი უკვე ვილნიუსშია. ვილნიუსშია თურქეთის ლიდერიც. ლიეტუვას დედაქალაქში ჩავიდა შვედეთის დელეგაციაც, მედიის ცნობით, სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსად, სამიტში მონაწილეობს საქართველოც. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს.

დღის ამბები