26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
პუტინი იძულებული გახდება ცივილიზებულ სამყაროსთან დიალოგს ეცადოს, რადგან ის დასუსტდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არასოდეს დაუთმობს რაიმე ტერიტორიას რუს დამპყრობლებს, მათ შორის უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.

ზელენსკის ინტერვიუში შეკითხვა დაუსვეს Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, უილიამ ბერნსს კიევში ვიზიტისას განუცხადეს, რომ კონტრშეტევის მიზანი ყირიმის საზღვრებთან მიახლოება და შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დაწყებაა.

"აბსოლუტურად ნათელი, ლოგიკური რიტორიკაა, რომ იმ მომენტში, როდესაც უკრაინა დროებით ოკუპირებულ უკრაინის ნახევარკუნძულთან, ყირიმთან, ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევს, დიდი ალბათობით, პუტინი იძულებული გახდება ცივილიზებულ სამყაროსთან დიალოგს ეცადოს, განსხვავებით სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რადგან ის დასუსტდება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან უკრაინის "ორპარტიული მხარდაჭერა". მისი თქმით აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარება პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა დარჩეს გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან "საშიში სიგნალების" მიუხედავად.

დღის ამბები