26 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან - სუსის ანგარიში

2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან - ეს განცხადებაც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ გააკეთა. გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას, ალექსი ბატიაშვილმა სამი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ქვეყანას ჰქონდა.

სუსის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში აწარმოებდნენ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიებს ქვეყანაში არსებული აქტუალური საკითხების და რეგიონში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ამ პროცესში კი ჩართული იყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მოქმედი აქტორები.

"ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ამასთან, დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები. მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და, ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც, რეალურად, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. საანგარიშო პერიოდში სამსახური მუდმივ რეჟიმში ახდენდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და ტარდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებები," - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

დღის ამბები