26 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
თბილისში ერთ საათში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნება

თბილისში ერთ საათში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნება.

დელეგატები სასტუმრო "შერატონში" ნელ-ნელა უკვე იკრიბებიან. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ასევე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

სწორედ ამ სესიაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ასამბლეაში საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე, რამაც დიპლომატიური თანამშრომლობის გაღრმავებას ხელი კიდევ უფრო უნდა შეუწყოს. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიას 40-მდე დელეგაცია და 250-მდე დეპუტატი დაესწრება.

დღის ამბები