26 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
თბილისი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას მასპინძლობს

თბილისი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას მასპინძლობს. დღეს გაიმართა პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტის შეხვედრა, სადაც განხილული იყო ვითარება თითოეულ წევრ ქვეყანაში. წარდგენილი იყო რეზოლუციის პროექტი, სადაც ჩანაწერია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა. ასოცირებული წევრის სტატუსს კი ქვეყანა სწორედ ღონისძიების ფარგლებში მიიღებს. დისკუსიაში ასამბლეის წევრი 40-მდე დელეგაცია მონაწილეობს. სესია, ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

"ამ კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ასევე, ყურადღება გამოიწვია საკითხმა საქართველოში არსებულ მმართველობის სისტემასთან დაკავშირებით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

დღის ამბები