26 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
ლვოვში დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ

რუსულმა რაკეტამ, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ლვოვში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, სულ მცირე 4 ადამიანი იმსხვერპლა, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა განაცხადა. იჰორ კლიმენკომ, ასევე, თქვა, რომ დაიჭრა 32 ადამიანი.

ლვოვის მერის თქმით, ეს, ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო.

ნანგრევებში ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, შიშობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლი გაიზარდოს.

რუსეთის თავდაცვის ძალებს თავდასხმის შესახებ კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

დღის ამბები