ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. ღონისძიება ოზურგეთის დრამატულ თეატრში, სიმბოლურად, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიულ-მხატვრული ჟანრის რომანის ინსცენირებით "ავი მუსაიფი" გაიხსნა.
ფესტივალში, რომელიც 10 დღეს გასტანს, ქართული და უცხოური თეატრებიც მონაწილეობენ.
ფესტივალი 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.