26 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე უნგრეთის იუსტიციის მინისტრსა და უნგრეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე უნგრეთის იუსტიციის მინისტრსა და უნგრეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე უნგრეთის დელეგაციამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

"მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა უნგრეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანთან და საკითხთან დაკავშირებით," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები