26 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
"ეუთო" რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

"ეუთო-ს" საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციაში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. დოკუმენტის თანახმად, "ეუთო" ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.

ვანკუვერში, "ეუთო-ს" საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ "ეუთო" გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შედეგად.

ასევე ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლასა და შეცვლას, როგორც რუსეთის მუდმივი ოკუპაციისა და "რუსიფიკაციის" პოლიტიკის პირდაპირ შედეგს.

დღის ამბები