26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
კიევის სანქციების სიაში ამჯერად ერთადერთი ქართული ავიაკომპანია მოხვდა -მეგობარი ქვეყნის არამეგობრული გადაწყვეტილება, ასეთია ოფიციალური თბილისი პოზიცია

კიევის სანქციების სიაში, ამჯერად ერთადერთი ქართული ავიაკომპანია მოხვდა. ზელენსკის ადმინისტრაციისთვის საქართველოს ავიახაზების მოსკოვში დაწყებული ფრენები მიუღებელი აღმოჩნდა.

უკრაინის შავ სიაში მოხვდა "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც, სანქციების სია კი, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა 14 პუნქტისგან შედგება.

მეგობარი ქვეყნის არამეგობრული გადაწყვეტილება ასეთია ოფიციალური თბილისი პოზიცია რომელმაც დღეს სანქციასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში უკრაინელი დიპლომატი დაიბარა.

უსიტყვოდ შევიდა და ასევე კომენტარის გარეშე 20 წუთში დატოვა საგარეო უწყება უკრაინელმა დიპლომატმა.

ალექსანდრე შულჰასთან შეხვედრის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ უწყებაშიც. მმართველი ძალა კი კიევის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რატომ დაუწესა უკრაინამ სანქციები საქართველოს ავიახაზებს, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები მოსკოვის მიმართულებით რეისებს დაუსჯელად ასრულებენ. ჯორჯიან ეარვეისითვის დაწესებული სანქციებით კმაყოფილი მხოლოდ ოპოზიციაა, თავად კომპანიის დამფუძნებელი კი დარწმუნებულია, რომ მისი კომპანია შავ სიაში სწორედ ხელისუფლების ოპონენტების რეკომენდაციით მოხვდა.

დღის ამბები