26 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"ქართული ოცნება" ცდილობს გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციაში კვლავ ირაკლი კობახიძის წერილს ეხმაურებიან - საუბარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის წერილზე, სადაც ის რუსეთში პრიგოჟინის ამბოხების მცდელობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ქართული ოპოზიციის რეაქცია შეაფასა.

დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" გამოგონილი თემებით ცდილობს მნიშვნელოვანი თემები გადაფაროს და პროპაგანდის კუთხით ადამიანების ინტოქსიკაცია მოახდინოს.

"ასეთი გამოგონილი თემებით ცდილობს "ქართული ოცნება" გადაფაროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდის კუთხით, ასეთი ინტოქსიკაცია მოახდინოს ადამიანების. დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო აქ, ეს იყო რუსეთის და პუტინის დასუსტება. ის, რომ "ქართული ოცნება" გულშემატკივრობს სტატუს კვოს და არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას - სწორედ ეს გამოჩნდა კობახიძის განცხადებით," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" რეალობას აცდენილი არიან.

""ლელოსთვის" ძალიან მარტივია გაერკვე ეროვნულ ინტერესებში. "ლელო" თვლიდა და თვლის, რომ პუტინის რუსეთი არის დასამარცხებელი არა საქართველოში ტანკის გამოგორებით საიდანმე სადმე, არამედ მსოფლიო ძალისხმევით.

ჩვენი ამოცანაა ამ პროცესში გაიმარჯვოს დემოკრატიულმა დასავლეთმა, დემოკრატიულმა სამყარომ, უკრაინამ, და ამით საქართველოს მიეცეს შესაძლებლობა, რომ დაასრულოს ოკუპაცია.

რაც შეეხება კობახიძეს, მისი განცხადებებიდან მე მგონი უკვე ისიც გამომდინარეობს, რომ მოსკოვში წითელ მოედანზე ვინმე რომ გამოვიდეს პუტინის საწინააღმდეგო აქციით, ამასაც ქართულ ოპოზიციას დააბრალებს, რომ მეორე ფრონტს ხსნიანო მოსკოვშიო, ამ დონეზე არიან აცდენილი რეალობას," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები