26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
პროტესტი პარიზში - მომიტინგეები მერის ოჯახს თავს დაესხნენ, დაჭრილია მისი ცოლი, დაშავდა მცირეწლოვანი შვილი

საფრანგეთში შეტაკებები და მანიფესტაციები ისევ გრძელდება. მომიტინგეებმა პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერის სახლი დაარბიეს, მანქანას კი ცეცხლი წაუკიდეს. თავს დაესხნენ მის ოჯახს, დაჭრილია მერის მეუღლე, დაშავებულია მისი მცირეწლოვანი შვილიც.

დედაქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით კი პროტესტი გრძელდება.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზის გარეუბანში პოლიციელის გასროლას 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიცერი დაკავებულია, თუმცა მასშტაბური პროტესტი არ ცხრება.

საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი გადადო. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველმა პირმა ოფიციალური ვიზიტი გააუქმა.

 

დღის ამბები