ეროვნული გამოცდები 2023 დაიწყო. ამ წუთებში, აბიტურიენტთა რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით 24 ცენტრში მიმდინარეობს. ცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.
პირველი გამოცდ , რომელიც 9 საათზე დაიწყება, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის სურვილი წელს რეკორდულმა რაოდენობამ - 45 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა.
"ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს 24 საგამოცდო ცენტი და წელს დავამატეთ ქალაქ ამბროლაურში. პირველი დღეა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩაივლის უსაფრთხო გარემოში. ყველა ცენტრი არის სრულად მოწესრიგებული. ჩვენმა გუნდმა ამისთვის ძალიან ბევრი იმუშავა. ყველა მხრივ, შექმნილია ისეთი გარემო რომ მშვიდად და წყნარად აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინონ," - განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა "კურიერთან" საუბრისას.