26 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში ცეცხლი გახსნა, ტაჯიკეთის მოქალაქეა

მამაკაცი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში ცეცხლი გახსნა, ტაჯიკეთის მოქალაქეა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაკავებულმა მამაკაცმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისთვის წართმეული იარაღიდან მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლა.

"ტაჯიკეთის 43 წლის მოქალაქეს უარი უთხრეს მოლდოვაში შესვლაზე უსაფრთხოების გათვალისწინებით. სტერილურ ზონაში მისი გადაყვანისას წარმომავლობის ქვეყანაში დაბრუნების პროცედურის გასაფორმებლად, მან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისთვის წართმეული იარაღიდან მოკლა მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მან ასევე დაჭრა მგზავრი," - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები