26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
პრემიერმა დღეს, პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა - პრიორიტეტული საკითხები, რომელზეც დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა

პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენა რეგიონში არსებული ვითარების შეფასებით დაიწყო. უკრაინაში ომი, როგორც გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის - არსებული წინაღობების ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას მიიჩნევს.

ქართველი ხალხისა და ხელისუფლების განაცხადი - ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით თანხვედრაშია. ქვეყანა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ ევროპელი პარტნიორები საქართველოს უარს ეტყვიან, პრემიერ მინისტრის განცხადებით, ეს ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული შეცდომა იქნება.

ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა მთავრობის მეთაურის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს ოპოზიცია უშლის.

ოპოზიციის მთავარი მიზანი, როგორც პრემიერი მიიჩნევს, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ქმედებები მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია. პრემიერის ამ განცხადებებს დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხმაური მოჰყვა.

მთავრობის მეთაურმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოებული კამპანიაც გაიხსენა.

1 საათი 35 წუთი - სწორედ ამდენ ხანს გაგრძელდა პრემიერი მინისტრის გამოსვლა. ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან, ქვეყნისთვის იმ პრიორიტეტულ საკითხებზე საუბრობდა, რომლებიც წლიურ ანგარიშში აისახა.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები