სასამართლოში, სადაც იმ პირის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე 126 მუხლით ბრალდება წარუდგინეს, ვატო შაქარიშვილი მივიდა.
კონსერვატიული გაერთიანების "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ამბობს, რომ მზად არის ნიკოლოზ გუგეშაშვილს თავდებში დაუდგეს.
"აქ მოვედით იმისათვის, რომ ჩვენმა მოძრაობამ მთლიანად, მათ შორის მე პერსონალურად განვაცხადო მზაობა, რომ თავდებში დავუდგე ნიკოლოზ გუგეშაშვილს იმისათვის, რომ სასამართლო განხილვების პროცესის დასრულებამდე ეს ადამიანი არ გააგზავნონ საპატიმროში. არ შეიძლება შერჩევითი სამართალი, ანუ ნაც ლიბერალებისთვის ყველაფერი დასაშვებია, მათთვის კანონი არ მოქმედებს, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ ოჯახს, საკუთარ ეკლესიას, საკუთარ ღირსებას იცავს, იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ყველაზე მკაცრი ღონისძიებები," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.