26 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
სახელმწიფო მტრები აქ არ უნდა ბოგინობდნენ" - კასპის მცხოვრები ლევან ხაბეიშვილზე

კასპში, სადაც დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ახლა სიმშვიდეა. ლევან ხაბეიშვილს, რომელიც მოსახლეობას ხვდებოდა, მოქალაქეების ნაწილი დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება ქალაქში ჩავიდნენ.

"ჩვენ ვაპროტესტებთ მათ კასპში ჩამოსვლას - პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" კასპში ჩამოსვლას. ჩვენ ვართ მაზნიაშვილის და სააკაძის ქალაქიდან და სახელმწიფო მტრები აქ არ უნდა ბოგინობდნენ, ჩვენს ქალაქში არ უნდა დადიოდნენ. ვაპროტესტებთ, პირველ რიგში მათ აქ ჩამოსვლას და შემდეგ ვამბობთ, რომ გამოვიდნენ. მშვიდობიანად ვართ მოსულები, არავის ცემა არ გვინდა, გამოვიდნენ მშვიდობიანად და იმ სიტყვების გამო, რაც ტელევიზიებით გააჟღერეს, რომ ვიღაცებზე ხელების დამტვრევა ნებავთ, გამოვიდნენ, აგერ ჩვენი შიშველი ხელები და თუ აქვთ რაიმეს თავი და რაიმეს ერთი ადგილი, დაგვამტვრიონ ხელებიო, როგორც ამბობენ,"- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები