კანადაში, ხანძრის ლიკვიდაცია ისევ ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ფიქსირდება 477 აქტიური კერა. დამწვარია რვა მილიონი ჰექტარი ტყის მასივი.
100 მილიონზე მეტ ამერიკელს, მინესოტაში, ნიუ-იორკსა და კაროლინაში, მოუწოდეს, შეზღუდონ გარე საქმიანობა და დარჩნენ შენობებში.
აშშ-ის ქალაქებში - დეტროიტში, ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც ხანძრის შედეგად გამოწვეულ დაკვამლიანებას უკავშირდება.