საფრანგეთში, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება, პროტესტი 17 წლის ბიჭის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.
მოსახლეობა მოზარდის მკვლელობას აპროტესტებს, რომელიც პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლა.
პოლიციელი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს. აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა კი, 400-ს გადააჭარბა.
მომიტინგეებმა დაწვეს მანქანები, ნაგვის ურნები, დააზიანეს შენობები და აღმართეს ბარიკადები. ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 40 000 პოლიციელი.