26 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
პარლამენტი მწვავე დებატების მოლოდინშია - დეპუტატებს დღეს პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს წარუდგენს

პარლამენტი მწვავე დებატების მოლოდინშია. დღეს, საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ- მინისტრი წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მმართველ გუნდში დოკუმენტს პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ მოხსენება ორიენტირებულია უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები, ამ ანგარიშს, წარუმატებლობის წარმატებულ გასაღებად აფასებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტში ბევრი სიცრუე და მანიპულაციაა.

მთავრობის მეთაურის მოსმენა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება. რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური 70 გვერდიანი მოხსენება, საკანონმდებლო ორგანოს ერთი თვის წინ, წერილობით წარუდგინა.

დღის ამბები