26 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
ჩვენი მეგობრობა სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავიდა და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს - პრეზიდენტი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეზე

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო და ამერიკა ერთად უნდა დაუპირისპირდეს რუსულ პროპაგანდას, რომელიც დღეს ცდილობს განავითაროს ახალი რბილი პოლიტიკა დასავლურ ღირებულებებზე თავდასხმების პირისპირ.

"ჩვენი მეგობრობა, მეგობრობიდან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავიდა და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ჩვენ გვჭირდება, რომ გადავიდეთ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ახლოვდება. ეს ჯერ არ არის გაწევრიანება, მაგრამ ეს არის ძალიან არსებითი ნაბიჯი ამისკენ. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რომ წინ წაგვიყვანთ ნატოში ჩვენი ინტეგრაციის მიმართულებით უსაფრთხოების მეტი გარანტიების მისაღებად, მიგვიყვანთ გზაზე, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად არის უზრუნველყოფილი და აღარ იქნება მუდმივი გამოწვევის ქვეშ. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანას აქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და საზღვარი, რომელიც არის საოკუპაციო ხაზი. ჩვენ დღეს უფრო მეტად უნდა გვქონდეს თქვენი იმედი, ვიდრე ოდესმე, როდესაც მსოფლიო დგას ამ წარმოუდგენელი გამოწვევის წინაშე, ეს არის რუსული აგრესია უკრაინის მიმართ. ამერიკის იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, მისი სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას, რომელიც დღეს ცდილობს განავითაროს ახალი რბილი პოლიტიკა დასავლურ ღირებულებებზე თავდასხმების პირისპირ, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ქვეყანაში,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საზეიმო მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები