26 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - რა განცხადებები გაკეთდა დღეს ბრიუსელში და რაზე მსჯელობენ დახურულ კარს მიღმა მსოფლიო ლიდერები

ევროკავშირი მიესალმება საქართველოში წინ გადადგმულ ნაბიჯებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამის შესახებ 2-დღიანი სამიტის ფარგლებში დღეს ბრიუსელში განაცხადა. შარლ მიშელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულებაზეა დამოკიდებული.

დასავლელი ლიდერები ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეკრებამდე , მედიასთან აცხადებენ რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, პოზიტიურ შედეგებსა და გადაწყვეტილებებს იმსახურებენ.

ნატოს კარი რომ ღიაა, ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევროკავშირის სამიტზე . გაფართოების პოლიტიკა ლიდერების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, რადგან ევროკავშირში ფიქრობენ რომ ევროპული გაერთიანების მახლობლად ნაცრისფერი ზონების ადგილი არაა. გაფართოების სტრატეგიით კი ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან მეტად დაიცავს.

რუსეთში განვითარებული მოვლენები და ბელარუსში ვაგნერის სამხედროები- ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გარდა დღეს ლიდერებმა ამ საკითხებზეც ისაუბრეს. რუსეთში არასტაბილური ვითარების ფონზე დასავლეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიაზე მსჯელობს.

ევროკავშირის სამიტი ხვალ დასრულდება, მანამდე კი ლიდერები მსჯელობენ, თუ როგორ მიდის მოსამზადებელი სამუშაოები ვილნიუსის სამიტისთვის.

დღის ამბები