26 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
შებედონ და რადიკალურ ოპოზიციას დაუსვან კითხვა, აპირებენ თუ არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დეპოლარიზაციისკენ - ალუდა ღუდუშაური არასამთავრობოებს

სამოქალაქო საზოგადოების 20-მდე ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთად სამუშაო ფორმატი შეიქმნას. 

მოთხოვნას მმართველ გუნდში უპასუხეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს მართლაც სურთ რაიმეს გაკეთება, დაუსვან კითხვა "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლებს, აპირებენ თუ არა ისინი დეპოლარიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

"როდესაც არასამთავრობოებისგან გვესმის ასეთი პროცესი, მე ვისურვებდი, რომ თქვენ მათ დაუსვათ კითხვა: თუ ისინი მართლაც გულწრფელები არიან და მართლაც უნდათ, რომ რაიმე გააკეთონ, მთავარი და უმნიშვნელოვანესი პუნქტი, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას, ერთხელ მაინც შებედონ მათთან შესისხლხორცებულ რადიკალურ ოპოზიციას დაუსვან კითხვა, რომ აპირებენ თუ არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დეპოლარიზაციისკენ," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები