26 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მიშა მშვილდაძეზე ძალადობისთვის დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

მიშა მშვილდაძეზე ძალადობისთვის დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო უკვე მისი აღმკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

გუგეშაშვილის დაკავებას წინ უძღოდა მისივე აღიარება სოციალურ ქსელში. მან ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზად პატრიარქთან დაკავშირებით მშვილდაძის დამოკიდებულება დაასახელა.

"კურიერში" 12 საათზე გასული ინფორმაცია, გუგეშაშვილის მძიმე დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და "კურიერი" ამ უზუსტობისთვის ბოდიშს იხდის. ინფორმაცია წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო, ნასამართლების შესახებ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.

ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მმართველი გუნდი კი, ძალადობას გმობს და მხარეებს რადიკალური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

 

დღის ამბები